ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნაფტალი ბენეტი გახდა
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნაფტალი ბენეტი გახდა

12-წლიანი მმართველობის შემდეგ, ბენიამინ ნეთანიაჰუ ისრაელის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ნაფტალი ბენეტიმ შეცვალა.

ისრაელის საკანონმდებლო ორგანოში, „ქნესეთში“ ჩატარებული კენჭისყრის შედეგების მიხედვით, ნაფტალი ბენეტის და იაირ ლაპიდის ე.წ. ცვლილებების მთავრობას 120 დეპუტატიდან 60-მა დაუჭირა მხარი, 59 კი წინააღმდეგი იყო.

არაბული უმცირესობის პარტია „რაამის“ წევრმა, საიდ ალ-ჰარუმიმ თავი შეიკავა, რამაც ახალი მთავრობის არჩევას შეუწყო ხელი.

ახალი მთავრობის სპეციფიკის მიხედვით, ნაფტალი ბენეტის კოალიციური პარტნიორი, იაირ ლაპიდი ალტერნატიული პრემიერ-მინისტრი გახდა და ვიდრე ნაფტალი ბენეტისგან მთავრობის ხელმძღვანელის თანამდებობას ჩაიბარებს, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი იქნება.