ჯო ბაიდენმა ისტორიულ ორპარტიულ ინფრასტრუქტურულ კანონპროექტს ხელი მოაწერა
ჯო ბაიდენმა ისტორიულ ორპარტიულ ინფრასტრუქტურულ კანონპროექტს ხელი მოაწერა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისტორიულ ორპარტიულ ინფრასტრუქტურულ კანონპროექტს ხელი მოაწერა. შესაბამის ინფორმაციას „ეიბისი ნიუსი“ ავრცელებს.

როგორც ხელმოწერისას აშშ-ის ლიდერმა აღნიშნა, ეს კანონპროექტი ადასტურებს, რომ ცინიკოსების განცხადებების მიუხედავად, დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს გაერთიანება და შედეგის მიღწევა შეუძლიათ.

1,2 ტრილიონი დოლარის ოდენობის ინფრასტრუქტურული კანონი მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ითვალისწინებს. გამოყოფილი თანხიდან 110 მილიარდი დოლარი ავტომაგისტრალებს, ხიდებსა და საავტომობილო გზებს მოხმარდება, 66 მილიარდი სამგზავრო რკინიგზას, 65 მილიარდი – მაღალსიჩქარიანი ინტერნეტკავშირის უზრუნველყოფას, 55 მილიარდი – წყლის მიწოდებას, 25 მილიარდი – აეროპორტებს, 7,5 მილიარდი – ელექტრომობილების დასატენ სადგურებს, 17 მილიარდი – პორტებს. თეთრი სახლის მონაცემებით, ინიციატივის განხორციელება მომავალი ათი წლის განმავლობაში ყოველწლიურად 1,5 მილიონ სამუშაო ადგილს შექმნის.

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ აღნიშნული კანონის განხორციელება აშშ-ის კონკურენტუნარიანობას გაზრდის.