ჯო ბაიდენი ყოველი ახლად აცრილი ამერიკელისთვის 100 დოლარის გადახდის ინიციატივით გამოდის
ჯო ბაიდენი ყოველი ახლად აცრილი ამერიკელისთვის 100 დოლარის გადახდის ინიციატივით გამოდის

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ყოველი ახლად აცრილი ამერიკელისთვის 100 დოლარის გადახდის ინიციატივით გამოდის. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

აშშ-ის სახელმწიფო ხაზინის ინფორმაციით, ჯო ბაიდენმა შტატების, ადგილობრივ და აშშ-ის ტერიტორიულ მთავრობებს კორონავირუსის ვაქცინით ყოველი ახლად აცრილი ამერიკელისთვის 100 დოლარის გადახდისკენ მოუწოდა.

ხაზინის განცხადებით, პრეზიდენტის ინიციატივა ვაქცინაციის პროცესის წახალისებისკენ არის მიმართული. შესაბამისი სახსრების გამოყოფა შტატების, ადგილობრივი და ტერიტორიული მთავრობებისთვის ამერიკის გადარჩენის გეგმის აქტით გათვალისწინებული 350 მილიარდი აშშ დოლარის ფარგლებში იგეგმება.