ჯო ბაიდენი - ვმუშაობ შეთანხმებაზე, რომ მივმართო საერთაშორისო ძალისხმევა ღაზაში დახმარების გაზრდისთვის, ვმუშაობ, რათა საბოლოოდ მივიღოთ ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტა
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კოლეჯში სიტყვით გამოსვლისას ღაზაში მიმდინარე ომზეც ისაუბრა. ბაიდენის თქმით, ღაზაში ახლა ჰუმანიტარული კრიზისია და სწორედ ამიტომ გამოდის ის ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებით.
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, იცის, რომ ეს საკითხი ბევრ იქ მყოფს და პირადად მის ოჯახსაც აბრაზებს და აწუხებს.
„ღაზაში ჰუმანიტარული კრიზისია. სწორედ ამიტომ მოვუწოდე მე ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ, ბრძოლის დაუყოვნებლივ შეჩერებისა და მძევლების სახლში დაბრუნებისკენ. მე ვმუშაობ შეთანხმებაზე, რომ მივმართო საერთაშორისო ძალისხმევა ღაზაში დახმარების გაზრდისა და მისი აღდგენისთვის. ვმუშაობ, რათა საბოლოოდ მივიღოთ ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტა. ეს არის ერთადერთი გამოსავალი, რომ ორმა ერმა იცხოვროს მშვიდად, უსაფრთხოდ და ღირსეულად. ეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე რთული პრობლემაა“, – აღნიშნა ბაიდენმა.
პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლას კოლეჯის რამდენიმე სტუდენტის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. მათ სკამები შეატრიელეს და ბაიდენს ზურგი შეაქციეს. ერთ-ერთმა სტუდენტმა კი პროტესტის ნიშნად პალესტინის დროშა აღმართა.