გაერთიანებულ სამეფოში ჰელოუინის წვეულებაზე ხუთი მოზარდი დანით დაჭრეს
გაერთიანებულ სამეფოში ჰელოუინის წვეულებაზე დანით დაჭრის შედეგად ხუთი მოზარდი მძიმედ დაშავდა. ინფორმაციას ჰემფშირის პოლიცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, პარკ როუდზე ახალგაზრდებს თავს „უცნობი ჯგუფი“ დაესხა. პოლიციის ინფორმაციით, დაჭრილი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ინციდენტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. თავდასხმის მოტივი ჯერ უცნობია.