ჯო ბაიდენი - უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ნებისმიერ შემდგომ აგრესიას აშშ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად სწრაფად და გადამწყვეტად უპასუხებს
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ნებისმიერ შემდგომ აგრესიას აშშ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად სწრაფად და გადამწყვეტად უპასუხებს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.
აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ერთგულება უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
„ორი ლიდერი შეთანხმდნენ დიპლომატიის გაგრძელებისა და შეკავების მნიშვნელობაზე უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო გაძლიერების საპასუხოდ“, – აღნიშნულია თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.