ჯო ბაიდენი – ჩვენ არ შევწყვეტთ მუშაობას, რათა ამერიკელები ღაზიდან გამოვიყვანოთ
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი „რაფაჰის“ გამშვები პუნქტის გახსნას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„დღეს, ამერიკის ხელმძღვანელობის წყალობით, ჩვენ უზრუნველვყავით უსაფრთხო გასასვლელი დაჭრილი პალესტინელებისა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რათა დაეტოვებინათ ღაზის სექტორი. ჩვენ ველოდებით, რომ ამერიკის მოქალაქეები დღეს დატოვებენ და ველოდებით კიდევ უფრო მეტი ადამიანის გადასვლას უახლოეს დღეებში. ჩვენ არ შევწყვეტთ იმაზე მუშაობას, რომ ამერიკელები ღაზიდან გამოვიყვანოთ“, – წერს ჯო ბაიდენი „ტვიტერზე“.
ღაზაში ომის დაწყებიდან პირველად, უცხო ქვეყნის პასპორტის მფლობელებმა არაბული ანკლავიდან გასვლა დღეს დაიწყეს. ღაზის სექტორი ათეულობით ადამიანმა „რაფაჰის“ გამშვები პუნქტიდან დატოვა.
გავრცელებული ცნობით, გასასვლელის გახსნის შესახებ ეგვიპტეს, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის შეთანხმება კატარის შუამავლობით და შეერთებულ შტატებთან კოორდინაციით მოხდა.
Today, thanks to American leadership, we secured safe passage for wounded Palestinians and for foreign nationals to exit Gaza.
We expect American citizens to exit today, and we expect to see more depart over the coming days.
We won’t let up working to get Americans out of Gaza.
— President Biden (@POTUS) November 1, 2023