ღაზაში ომის დაწყებიდან პირველად უცხო ქვეყნის პასპორტის მფლობელებმა არაბული ანკლავიდან გასვლა დაიწყეს, ასევე გასვლის უფლებას აძლევენ ავადმყოფებსა და დაჭრილებს
ღაზაში ომის დაწყებიდან პირველად უცხო ქვეყნის პასპორტის მფლობელებმა არაბული ანკლავიდან გასვლა დაიწყეს, ასევე გასვლის უფლებას აძლევენ ავადმყოფებსა და დაჭრილებს

მედიის ინფორმაციით, ღაზაში ომის დაწყებიდან პირველად უცხო ქვეყნის პასპორტის მფლობელებმა არაბული ანკლავიდან გასვლა დაიწყეს.

ღაზის სექტორს ათეულობით ადამიანი „რაფაჰის“ გამშვები პუნქტიდან ტოვებს.

მიუხედავად იმისა, რომ ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების ავტომობილები შედიოდა, მოსახლეობას არაბული ანკლავიდან არ უშვებდნენ. ღაზას დღეს 400-მდე უცხოელი და ორმაგი მოქალაქეობის მქონე ადამიანი დატოვებს. ამასთან, სასწრაფო დახმარების მანქანები საზღვრის ეგვიპტის მხარეს ელოდებიან 90-მდე ავადმყოფს და დაჭრილ ადამიანს, რომლებსაც ასევე გასვლის უფლებას აძლევენ.

გავრცელებული ცნობით, ეგვიპტე საზღვრის გასწვრივ საველე ჰოსპიტალს შლის. გასასვლელის გახსნის შესახებ ეგვიპტეს, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის შეთანხმება კატარის შუამავლობით და შეერთებულ შტატებთან კოორდინაციით მოხდა.