ჯო ბაიდენი - ამერიკის მოქალაქეები დღეს ისტორიული სირთულეების წინაშე დგანან
ჯო ბაიდენი - ამერიკის მოქალაქეები დღეს ისტორიული სირთულეების წინაშე დგანან

ამერიკის მოქალაქეები დღეს ისტორიული სირთულეების წინაშე დგანან, – ამის შესახებ ჯო ბაიდენმა ინაუგურაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ამერიკის 46-ე პრეზიდენტმა კორონავირუსის პანდემიასა და რასობრივი უთანასწორობის გამოწვევებზე ისაუბრა.

„ჩვენ გასაკეთებელი ბევრი გვაქვს, ბევრია გამოსასწორებელი და აღსადგენი, განსაკურნი, ასაშენებელი და მოსაპოვებელი. ძალიან ცოტა ადამიანი იყო ისტორიაში ისეთი გამოწვევების წინაშე, როგორის წინაშეც ახლა ჩვენ ვართ. უიშვიათესმა ვირუსმა, რომელიც ჩუმად ერჩის ქვეყანას, იმაზე მეტი სიცოცხლე შეიწირა ერთ წელიწადში, ვიდრე ამერიკამ მთელი მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში დაკარგა. მილიონით სამუშაო ადგილი გაუქმდა, ასობით ათასი ბიზნესი დაიხურა. რასობრივი თანასწორობისკენ მოწოდება 400 წლის განმავლობაში გვიბიძგებს, რომ სამართლიანობა ყველასთვის მისაღწევი იყოს“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

ჯო ბაიდენი აშშ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად შეუდგა.