ჯო ბაიდენი - ამერიკის ისტორია არა მხოლოდ რომელიმე ჩვენგანზე, არამედ ყველაზეა დამოკიდებული, ეს დიდებული ერია
ჯო ბაიდენი - ამერიკის ისტორია არა მხოლოდ რომელიმე ჩვენგანზე, არამედ ყველაზეა დამოკიდებული, ეს დიდებული ერია

საინაუგურაციო სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის 46-ე პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მადლობა გადაუხადა მის წინამორბედებს როგორც დემოკრატიული, ისე რესპუბლიკური პარტიიდან, მათ შორის მათაც, ვინც ინაუგურაციას ვერ დაესწრო.

„მადლობას ვუხდი ჩემს წინამორბედებს ორივე პარტიიდან დღეს აქ ყოფნისთვის. მთელი გულით მადლობას ვუხდი მათ. მე ვიცნობ ჩვენი კონსტიტუციის მდგრადობასა და სიმტკიცეს, ჩვენი ერის სიმტკიცეს. ისევე როგორც პრეზიდენტი კარტერი, რომელსაც გასულ ღამეს ვესაუბრე და რომელიც დღეს ჩვენთან ერთად ვერ არის, თუმცა, აღვნიშნავთ მის ღვაწლს სახელმწიფოს სამსახურში“, – განაცხადა ბაიდენმა.

მისივე თქმით, ამერიკის ისტორია ყველაზეა დამოკიდებული.

„მე ახლახან დავდე წმინდა ფიცი, რომელიც ამ თითოეულმა პატრიოტმა დადო. თუმცა, ამერიკის ისტორია არა მხოლოდ რომელიმე ჩვენგანზე, არამედ ყველაზეა დამოკიდებული, ჩვენზე, ხალხზე, რომელიც უფრო სრულყოფილი კავშირისკენ მიისწრაფის. ეს დიდებული ერია“, – განაცხადა ბაიდენმა.

ჯო ბაიდენი აშშ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად შეუდგა.

დატოვე კომენტარი