„ჯივიპის“ მფლობელი კომპანია იყიდება
„ჯივიპის“ მფლობელი კომპანია იყიდება

კომპანია Georgia Capital-მა ლონდონის საფონდო ბირჟაზე დღეს განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ მის შვილობილ კომპანია Georgia Global Utilities (GGU) 80%-იან წილს კომპანია Aqualia-ს მიჰყიდის. Georgia Global Utilities „ჯივიპის“ („ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“) მესაკუთრე კომპანიაა.

Aqualia არის წყალმომარაგების კომპანია, რომელიც წარმოდგენილია ევროპასა და ამერიკაში, ასევე ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონებში.

ეს გასხვისება ორეტაპიანი პროცესით განხორციელდება, რომლის ღირებულება 180 მილიონი აშშ დოლარი იქნება.

„მოხარული ვარ ჩვენს აქციონერებს მოვახსენო, რომ შევასრულეთ ჩვენი მთავარი სტრატეგიული პრიორიტეტი, რომელიც ერთი წლის წინ გამოცხადდა, მსხვილი პორტფელის მქონე კომპანიის გასხვისების თაობაზე. მე აგრეთვე მოხარული ვარ, რომ ამ ბიზნესის გაყიდვაზე შევთანხმდით ისეთ მაღალი ხარისხის მყიდველთან, როგორიც არის Aqualia. გარდა ამისა, ვფიქრობ, რომ ძალიან მომგებიანი იქნება საქართველოსთვის და დედაქალაქ თბილისის მოსახლეობისთვის ასეთი მცოდნე, სტრატეგიული ინვესტორის ყოლა“, – განაცხადა Georgia Capital-ის გენერალური დირექტორმა, ირაკლი გილაურმა.

კომპანია Aqualia-ს გენერალური დირექტორის, ალექს პარას განცხადებით, საქართველო არის ქვეყანა, სადაც ფსონი იდება გამჭვირვალე მმართველობაზე და უცხოური ინვესტიციების გამარტივებაზე მკაფიო და სტაბილური მარეგულირებელი ჩარჩოების შეთავაზებით სხვადასხვა სფეროში, განსაკუთრებით კი, წყლისა და ენერგეტიკის სფეროში, რაც დასტურდება დამოუკიდებელი საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დამკვირვებლების მიერ გაკეთებული შეფასებებით.