ჯიმ რიში გიგი უგულავას დაკავებაზე - სასამართლოს დამოუკიდებლობის დაშლა და ოპოზიციის დევნა მიუღებელია
ჯიმ რიში გიგი უგულავას დაკავებაზე - სასამართლოს დამოუკიდებლობის დაშლა და ოპოზიციის დევნა მიუღებელია

სასამართლოს დამოუკიდებლობის დაშლა და ოპოზიციის დევნა მიუღებელია, – ამის შესახებ აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯიმ რიშმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში” დაწერა. რიში გიგი უგულავას დაკავებას გამოეხმაურა.

„იმედგაცრუებული ვარ, რომ საქართველომ გადაწყვიტა გააძლიეროს პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე. როგორც გასულ კვირას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ვუთხარი, სასამართლოს დამოუკიდებლობის დაშლა და ოპოზიციის დევნა მიუღებელია”, – აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე დამნაშავედ ცნო. უზენაესმა სასამართლომ უგულავას სამი წლითა და ორი თვით პატიმრობა მიუსაჯა.