ჯიმ კურიემ აშშ-ის ნაკრები დატოვა
ჯიმ კურიემ აშშ-ის ნაკრები დატოვა

მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა – ჯიმ კურიემ, დევისის თასზე აშშ-ის ნაკრების კაპიტნის პოსტი დატოვა – წერს ამერიკის შეერთებული შტატების ჩოგბურთის ფედერაციის პრესსამსახური (USTA).

კურიეს ეს პოსტი რვა წლის განმავლობაში ეკავა. მისი ხელმძღვანელობით, აშშ-ის ნაკრები ორჯერ მივიდა ნახევარფინალამდე (2012 და 2018 წლებში).

„გამოვუცხადე მოთამაშეებს, რომ ეს ჩემთვის ნაკრების კაპიტნის რანგში დევისის თასის ბოლო გათამაშება იყო. ახლა, ამ ტურნირზე,რომელიც ახალი სქემით გაიმართება, ჩვენი გუნდის გულშემატკივარი ვიქნები“ – განაცხადა კურიემ.