ჯერ არაოფიციალურად - შესაძლოა, ეროვნული ლიგა 4 ივლისს განახლდეს
ჯერ არაოფიციალურად - შესაძლოა, ეროვნული ლიგა 4 ივლისს განახლდეს

დღეს ფეხბურთის ფედერაციისა და ეროვნული ლიგის გუნდების ხელმძღვანელებმა ვიდეოკონფერენცია გამართეს და სეზონის განახლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს.

საქართველოს პირველი არხისთვის ცნობილი გახდა, რომ მოლაპარაკებაზე სეზონის განახლების მიახლოებითი თარიღი დასახელდა. ჩვენი ცნობით, ეს არის 4 ივლისი.

გამომდინარე იქიდან, რომ დრო გაცდა, ტურნირის ფორმატი, დიდი ალბათობით, შეცვლება და ოთხი წრის ნაცვლად, სეზონი 2 წრედ გაიმართება – ანუ გუნდები 36 ტურის ნაცვლად, 18-ს ჩაატარებენ. თავიდან, თამაშები გულშემატკივრის გარეშე ჩატარდება.

მნიშვნელოვანი იყო საკითხი, ჩაითვლებოდა თუ არა პირველი ორი ტურის შედეგები და სავრაუდოდ, ეს შედეგები ცხრილში გათვალისწინებული იქნება. შეგახსენებთ, რომ საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატში მხოლოდ ორი ტური ჩატარდა და 6 ქულით „ლოკომოტივი“ ლიდერობს.

ბოლოს ეროვნულ ლიგებში მატჩები 7 და 8 მარტს გაიმართა და კორონავირუსის გამო ფეხბურთის ფედერაციამ სეზონი დროებით 11 მარტს შეაჩერა.