„ჯენოას“ ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება – მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვოს ანდრეი შევჩენკო, – ამის შესახებ გამოაცხადა კლუბის პრესსამსახურმა.
„კლუბი მადლობას უხდის მწვრთნელს და მის თანამშრომლებს დაძაბული მუშაობისთვის, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში გასწიეს. პირველი გუნდის ტექნიკური ხელმძღვანელობა დროებით დაეკისრა აბდულაი კონკოს, რომელსაც დაეხმარება რობერტო მურგიტა“, – წერია განცხადებაში.
ანდრეი შევჩენკო „ჯენოას“ 2021 წლის შვიდ ნოემბერს ჩაუდგა სათავეში. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 11 მატჩი ჩაატარა, ერთი მოიგო, სამი ფრედ დაასრულა და შვიდჯერ წააგო. 21 ტურის შემდეგ, „ჯენოა“ სერია A-ს ცხრილში მე-19 ადგილზეა.