„ჯენოას“ ხელმძღვანელობამ მორიგი მარცხის შემდეგ, როლანდო მარანი მთავარი მწვრთნელის თანამედებობიდან გაათავისუფლა.
იტალიის ჩემპიონატის მე-13 ტურში გენუელები „ბენევენტოს“ სტუმრობდნენ და ორი უპასუხო გოლი გაუშვეს – 2:0.
„ბებენევნტოსთან“ წაგება, რა თქმა უნდა, არ იყო მარანის გუნდიდან გაშვების მთავარი და ერთადერთი მიზეზი. „ჯენოა“ იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში უკიდურესად ცუდად თამაშობს. კლუბი 13 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილის მე-19 ადგილზე იმყოფება და მხოლოდ 7 ქულა აქვს (13 მატჩი, ერთი მოგება, ოთხი ფრე და რვა წაგება).
როლანდო მარანი „ჯენოას“ თავკაცად 2020 წლის აგვისტოში დაინიშნა, მაგრამ მისმა საქმიანობამ კლუბის კრიზისი კიდევ უფრო გაამწვავა. ვის დანიშნავენ „ჯენოას“ მთავარ მწვრთნელად, ჯერჯერობით უცნობია.