ჯენარო გატუზოს „ფიორენტინაში“ მუშაობის შანსი გაუჩნდა
ჯენარო გატუზოს „ფიორენტინაში“ მუშაობის შანსი გაუჩნდა

„მილანის“ ყოფილი დამრიგებელი ჯენარო გატუზო „ფიორენტინაში“ დანიშვნასთან ახლოს არის. ამის შესახებ Sky Italia-მ დაწერა.

წყაროს ცნობით, ფლორენციული კლუბის ხელმძღვანელობა სერიოზულად განიხილავს მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ვინჩენცო მონტელას დათხოვნას. აღნიშნავენ, რომ იტალიელი სპეციალისტი შეიძლება არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო, უკვე უახლოეს მომავალში გაათავისუფლონ.

ამ შემთხვევაში, მონტელა, შესაძლოა, გატუზომ შეცვალოს, რომელიც გასულ სეზონში „მილანში“ მუშაობდა.

ამ მომენტისთვის „ფიორენტინა“  სერია A-ს გათამაშების ცხრილში მე-11 ადგილზეა – 14 მატჩში გუნდს 16 ქულა აქვს.