ჯეიმს აპატურაი – მხარს დავუჭერთ ყველა ღონისძიებას, რომელიც უზრუნველყოფს სრულყოფილ გამოძიებას, ტატუნაშვილისა და მისი ოჯახის ღირსების დაცვას

19:09, 24.04.2018
b061128dj
NATO Summit Meetings in Riga, Latvia
News Conference by the NATO Spokesman, James Appathurai

b061128dj NATO Summit Meetings in Riga, Latvia News Conference by the NATO Spokesman, James Appathurai

პირველად თქვენგან გავიგე, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს ორგანოების გარეშე გადაეცა, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ პირველ არხს ექსკლუზიურად განუცხადა.

„კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს და ქართველ ხალხს. ახლა მნიშვნელოვანია სრულყოფილი და საფუძვლიანი გამოძიება ჩატარდეს და გავიგოთ, ზუსტად რა მოხდა. ეს არ იქნება მარტივი. ჩვენ მხარს დავუჭერთ ყველა ღონისძიებას, რომელიც უზრუნველყოფს მომხდარის სრულყოფილ გამოძიებას, ტატუნაშვილისა და მისი ოჯახის ღირსების დაცვას“, – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

ადვოკატის განცხადებით, არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს ცხედარი შინაგანი ორგანოების გარეშე გადმოეცა. როგორც ადვოკატმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლებამ ყველა საერთაშორისო ფორმატში უნდა დააყენოს არჩილ ტატუნაშვილის შინაგანი ორგანოების გადმოცემის საკითხი.

მსგავსი