ჯეილენ ბრაუნი კარიერას „ფილადელფიაში“ გააგრძელებს, „ბოსტონში“ პოლ ჯორჯი ითამაშებს #1TVSPORT
„ბოსტონ სელტიქსი“ „ფილადელფია სიქსერზს“ მოელაპარაკა ფორვარდ ჯეილენ ბრაუნის გადასვლაზე. სანაცვლოდ „სელტიქსი“ მიიღებს ფორვარდ პოლ ჯორჯს, დრაფტის პირველ რაუნდში ორ არჩევანს (2028 და 2031 წლები) და მეორე რაუნდში ორ არჩევანს (2028, 2030).
ჯეილენ ბრაუნი უკმაყოფილო იყო მის მიმართ „ბოსტონის“ ხელმძღვანელობის დამოკიდებულებით, რადგან ფორვარდის ჩართვა სურდათ იანის ანტეტოკუნმპოს სავარაუდო ტრეიდში.
გასულ სეზონში ბრაუნი საშუალოდ მატჩში 28.7 ქულას, 6.9 მოხსნას და 5.1 შედეგიან გადაცემას აგროვებდა. MVP-ს ტიტულისთვის ბრძოლაში ის მეექვსე ადგილზე გავიდა.
36 წლის ჯორჯის საშუალო მაჩვენებლები გასულ სეზონში იყო – 17.3 ქულა, 5.3 მოხსნა და 3.6 შედეგიანი პასი.