რაგბი | საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები დღეს მსოფლიო თასზე სამხრეთ აფრიკას ეთამაშება – პირდაპირი რეპორტაჟი პირველი არხი სპორტზე #1TVSPORT
თბილისსა და ქუთაისში მომდინარე მსოფლიო თასზე 20-წლამდე მორაგბეთა შორის საქართველოს ნაკრები მეორე ტურის შეხვედრას „ავჭალის“ სტადიონზე მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან, სამხრეთ აფრიკასთან გამართავს – მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი სპორტი 20:30 საათიდან შემოგთავაზებთ.
მიმდინარე მსოფლიო თასზე პირველი ტურის შეხვედრა ორივე გუნდმა ჩაატარა – საქართველო უელსთან 24:25 დამარცხდა, მაგრამ ორი ბონუსქულა მოიპოვა (მცირე სხვაობით მარცხისა და ოთხი ლელოს გატანისთვის), სამხრეთ აფრიკამ კი ურუგვაის იოლად სძლია – 104:7.
უმცროსი „ბორჯღალოსნები“ სამხრეთ აფრიკის ნაკრებს წელს მეოთხედ ეთამაშებიან – წინა სამ მატჩში (ორჯერ თებერვალში საქართველოში და ერთხელ მაისში სამხრეთ აფრიკაში) გამარჯვება ჩვენს სტუმრებს დარჩათ.
სათადარიგოები (საქართველო): 16. დავით არჩვაძე, 17. ნიკოლოზ ბალანჩივაძე, 18. საბა ნოზაძე, 19. ანდრია ბილანიშვილი, 20. ირაკლი ყოლბაია, 21. თემურ ძოძუაშვილი, 22. დემეტრე დევდარიანი, 23. დავით არობელიძე
სათადარიგოები (სამხ. აფრიკა): 16. ლიამ ვან ვიკი, 17. ფივანიკოსი რამბო კუბეკა, 18. ლუან ვან დერ ბერგი, 19. ჯეითენ ორენჯი, 20. რისიმა ხოსა, 21. ჯეიდენ ბრიტსი, 22. ალზაედონ ფელიქსი, 23. ჯორდან სტენკამპი.
რაგბის მსოფლიო თასი 20-წლამდელთა შორის საქართველოში 27 ივნისს დაიწყო, მატჩებს თბილისი და ქუთაისი მასპინძლობენ, ფინალი კი თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 18 ივლისს გაიმართება – მატჩების პირდაპირ რეპორტაჟებს პირველი არხი და პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.