მსოფლიო ჩემპიონატი 2026 | სენეგალმა ორბურთიანი უპირატესობა ვერ შეინარჩუნა – ბელგია მერვედფინალშია [ვიდეო] #1TVSPORT

02:59, 02.07.2026

მსოფლიო ჩემპიონატზე კიდევ ერთი მერვედფინალისტი გამოვლინდა – ბელგიის ნაკრებმა დამატაბით დროში სენეგალი 3:2 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე ითამაშებს.

სენეგალელებმა თამაში თავიდანვე სწრაფად დაიწყეს და უპირატესობაც მოიპოვეს. აფრიკელებმა პირველ ტაიმში რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნეს, ბელგიელები ერთხელ  ძელმა გადაარჩინა, მეორე ეპიზოდში ისმაილა სარის დარტყმული კვლავ ძელს მოხვდა, მაგრამ დამატებაზე ჰაბიბ დიარამ ანგარიში გახსნა.

მეორე ტაიმში სენეგალმა უპირატესობა განიმტკიცა, ნიახატეს ბრწყინვალე გადაცემის შემდეგ, ისმაილა სარმა მეორე ბურთი გაიტანა ბელგიელთა კარში.

მაგრამ აფრიკელებმა უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხეს, ბელგიელებმა კი ბოლომდე იბრძოლეს და სამწუთიან მონაკვეთში ჯერ რომელუ ლუკაკუმ შეამცირა სხვაობა (86), ხოლო იური ტილემანსმა ანგარიში გაათანაბრა (89) და შეხვედრა დამატებით დროში გადავიდა.

118-ე წუთზე, ბელგიის ნაკრების შეტევისას, სენეგალელებმა საჯარიმოში წესები დაარღვიეს და მათ კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც ტილემანსმა უნაკლოდ შეასრულა და ბელგიის ნაკრებს მერვედფინალის საგზური მოუტანა – 3:2.

მერვედფინალში ბელგია 7 ივლისს, 04:00 საათზე, აშშ-ისა და ბოსნიის მატჩში გამარჯვებულს შეხვდება.

მსგავსი