მსოფლიო ჩემპიონატი 2026 | ინგლისის ნაკრებმა კეინის დუბლით მოიგო და მერვედფინალში გავიდა [ვიდეო] #1TVSPORT
ინგლისის ნაკრები მერვედფინალშია – ბრიტანელებმა 1/16-ფინალში კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ნაკრები 2:1 დაამარცხეს და მომდევნო ეტაპზე გავიდნენ.
თუმცა თომას ტუხელის გუნდს ამის გაკეთება ძალიან გაუჭირდა. შეხვედრის დასაწყისში აფრიკელები დაწინაურდნენ და ინგლისელთა მრავალრიცხოვანი შეტევების მიუხედავად, პირველი ტაიმი მათი გამარჯვებით დასრულდა.
მეორე ნახევარში ინგლისის ნაკრები დიდი ძალებით წავიდა შეტევაში თამაშის გადასარჩენად – ლიდერობა კი გუნდის კაპიტანმა, ჰარი კეინმა იტვირთა, რომელმაც 75-ე და 86-ე წუთებზე დუბლი შეასრულა და ინგლისის ნაკრებს მერვედფინალის საგზური მოუტანა.
ინგლისელები მერვედფინალში ერთ-ერთ მასპინძელ, მექსიკის ნაკრებს შეხვდებიან – მატჩი 6 ივლისს, 04:00 საათზე „აცტეკას“ სტადიონზე გაიმართება.
ინგლისი – კონგო 2:1