ვიდეობლოგერ ჯეიკ პოლს სურს ორთაბრძოლის გამართვა ლეგენდარულ ამერიკელ ფლოიდ მეივეზერთან.
„მე არ ვმონაწილეობ საჩვენებელ ორთაბრძოლებში. მივწერე ფლოიდს: „თუ გსურს პროფესიული ბრძოლის გამართვა ოფიციალურ წონით კატეგორიაში, მოდით გავაკეთოთ ეს“.
მაგრამ მგონია, რომ მან საბოლოოდ გადაწყვიტა რინგიდან წასვლა – მისთვის ასე აჯობებს.
ჩემი ძმა შესანიშნავი მებრძოლია, მაგრამ მე სულ სხვა მონსტრი ვარ. რინგზე დავაგდებ ფლოიდს და ამაში მისთვის ცუდი არაფერი იქნება“, – თქვა პოლმა.
რვარაუნდიანი ორთაბრძოლა მეივეზერსა და ლოგან პოლს შორის ივნისში გაიმართა და უშედეგოდ დასრულდა