ჯეიკ პოლმა კრივის ლეგენდა მაიკ ტაისონი მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა #1TVSPORT
ჯეიკ პოლმა კრივის ლეგენდა მაიკ ტაისონი მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა #1TVSPORT

აშშ-ში, ქალაქ არლინგტონში გამართულ კრივის მატჩში 27 წლის ვიდეობლოგერმა, ჯეიკ პოლმა სპორტის ლეგენდა, 58 წლის მაიკ ტაისონი მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა.

ტაისონისა და პოლის ბრძოლა 8 რაუნდი გაგრძელდა, თითოეული რაუნდის ხანგრძლივობა კი 2 წუთი იყო. სამივე მსაჯმა პოლს გამარჯვება ერთსულოვნად მიანიჭა – 80-72, 79-73 და 79-73.

ბრძოლა მიმდინარე წლის 20 ივლისს უნდა გამართულიყო, თუმცა ტაისონს ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა და ორგანიზატორებმა ღონისძიების თარიღი შეცვალეს.

ჯეიკ პოლისთვის ეს კარიერაში მე-10 გამარჯვება იყო, ის მხოლოდ ერთხელ დამარცხდა. რაც შეეხება მაიკ ტაისონს, ყოფილ ჩემპიონს 50 გამარჯვება და 7 მარცხი აქვს.