პოპულარულმა ბლოგერმა, ჯეიკ პოლმა გაამხილა თანხის ოდენობა, რომელსაც ლეგენდარულ მაიკ ტაისონთან ბრძოლის სანაცვლოდ მიიღებს.
„მე აქ იმისთვის ვარ, რომ 40 მილიონი დოლარი გამოვიმუშავო და ლეგენდა ნოკაუტში ჩავაგდო. სხვა არაფერი მაინტერესებს. ტაისონი ის ადამიანია, ვისაც სურდა, რომ ეს ბრძოლა ოფიციალური ყოფილიყო და ის მართლაც მიიღებს ნოკაუტს“, – განაცხადა ჯეიკ პოლმა პრესკონფერენციაზე.
ტაისონი და პოლი 15 ნოემბერს, ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ არლინგტონში საკრივო საღამოს დროს იჩხუბებენ. თავდაპირველად ბრძოლა ივლისში უნდა გამართულიყო, მაგრამ ის გადაიტანეს ტაისონის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო.