ჯეიჰუნ ბაირამოვი – აზერბაიჯანი მხარს უჭერს თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების დამყარებას, რომელიც რეგიონული თანამშრომლობის განვითარებას შეუწყობს ხელს

13:40, 27.12.2021

აზერბაიჯანი მხარს უჭერს თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების დამყარებას და ეს ურთიერთობა რეგიონული თანამშრომლობის განვითარებას შეუწყობს ხელს, – ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა განაცხადა.

„ორმხრივი ურთიერთობების დამყარების საფუძველი მხოლოდ საერთაშორისო სამართალი შეიძლება იყოს, რომელსაც ყოველთვის იცავდნენ აზერბაიჯანი და თურქეთი, მაგრამ არა სომხეთი“, – განაცხადა ბაირამოვმა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანი საკითხია აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საზღვრების დადგენა.

„აზერბაიჯანის გამარჯვების შემდეგ რეგიონში ახალი რეალობა ჩამოყალიბდა. საზღვრის დელიმიტაციაზე მუშაობის დაწყების წინადადებების მიუხედავად, ჯერ არანაირი ნაბიჯი არ გადადგმულა“, – დაამატა ბაირამოვმა.

აზერბაიჯანელი დიპლომატის თქმით, ოფიციალური ბაქო კვლავ მოუწოდებს სომხურ მხარეს, შექმნას ამ საკითხზე სამუშაო ჯგუფი და დაიწყოს საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაცია.

მსგავსი