ჯეიდონ სანჩო თენ ჰაგს შეურიგდა და „მანჩესტერ იუნაიტედში“ ვარჯიშები განაახლა #1TVSPORT
ჯეიდონ სანჩო თენ ჰაგს შეურიგდა და „მანჩესტერ იუნაიტედში“ ვარჯიშები განაახლა #1TVSPORT

ინგლისელი გარემარბი ჯეიდონ სანჩო „მანჩესტერ იუნაიტედს“ შეუერთდა და პარასკევს თანაგუნდელებთან ერთად ივარჯიშა.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში სანჩოს კონფლიქტი ჰქონდა გუნდის მთავარ მწვრთნელთან ერიკ თენ ჰაგთან, რამაც ფეხბურთელის პირველი გუნდიდან დათხოვნა გამოიწვია. ამის შემდეგ, სანჩო იჯარით „დორტმუნდში“ გაუშვეს.

როგორც ESPN-ის ჟურნალისტი რობ დოუსონი იტყობინება, სანჩოს შეხვედრა ჰქონდა თენ ჰაგთან და ისინი შერიგდნენ. ახლა, ინგლისელმა დაიბრუნა „მანჩესტერ იუნაიტედის“ მოთამაშის როლი.