„მანჩესტერ იუნაიტედის“ გარემარბს, ჯეიდონ სანჩოს „პარი სენ-ჟერმენში“ გადასვლის შანსი გაუჩნდა, – იტყობინება RMC Sport-ი.
აღნიშნავენ, რომ პარიზელებმა უკვე მიმართეს წინადადებით 24 წლის ინგლისელ ფეხბურთელს, მაგრამ არაფერია ცნობილი კლუბებს შორის კონტაქტის შესახებ.
ადრე იტყობინებოდნენ, რომ სანჩო, რომელმაც გასული სეზონი იჯარის წესით „დორტმუნდში“ გაატარა, შეურიგდა „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარ მწვრთნელს, ერიკ თენ ჰაგს, რითიც აღიდგინა ინგლისური კლუბის ფეხბურთელის სტატუსი.