ჯეი დი ვენსი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ვიდეოების გამოქვეყნებით ირანისთვის გზავნილის გაგზავნას ცდილობდა
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანისთვის გზავნილის გაგზავნას ცდილობდა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა.
ვენსი ტრამპის მიერ გამოქვეყნებულ პოსტს გამოეხმაურა, რომელშიც ეწერა: „კუნძული ნაწილებად იფლითება!!!“ პოსტს ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ვიდეორგოლიც ახლდა, რომელზეც ირანის კუნძულ ხარგზე განხორციელებული დარტყმებია ნაჩვენები.
„პრეზიდენტს სოციალურ ქსელში ფორმულირებების ოდნავ შეცვლა მოსწონს. ის თავადვე პირველი იტყოდა, რომ სამხედრო მოქმედებების შესახებ განცხადებებს სოციალურ ქსელში არ აკეთებს, მაგრამ ვფიქრობ, ამ შემთხვევაში ის ირანელებს გზავნილს უგზავნის“, – განაცხადა ვენსმა.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ვიდეოები გამოაქვეყნა, რომლებშიც ირანის კუნძულ ხარგზე დარტყმებია ნაჩვენები. ტრამპს არ განუმარტავს, რატომ გამოაქვეყნა ეს ვიდეოები.
30 აგვისტოს აშშ-ის სამხედროებს კუნძულ ხარგზე დარტყმების შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ. კუნძული ხარგი სპარსეთის ყურეში მდებარეობს და ირანის ნავთობის ექსპორტის უმსხვილესი ტერმინალია.