დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ვიდეოები გამოაქვეყნა, რომლებშიც ირანის კუნძულ ხარგზე დარტყმებია ნაჩვენები
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ვიდეოები გამოაქვეყნა, რომლებშიც ირანის კუნძულ ხარგზე განხორციელებული დარტყმებია ნაჩვენები.
„კუნძული ხარგი ნაწილებად იფლითება!!!“ – დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ტრამპის მიერ გამოქვეყნებულ ერთ-ერთ მოკლე ვიდეოში სანაპიროზე მდებარე ობიექტებზე სარაკეტო დარტყმებია ნაჩვენები, მეორეში კი მათი აფეთქება. ტრამპს არ განუმარტავს, რატომ გამოაქვეყნა ეს ვიდეოები.
30 აგვისტოს აშშ-ის სამხედროებს კუნძულ ხარგზე დარტყმების შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ.
კუნძული ხარგი სპარსეთის ყურეში მდებარეობს და ირანის ნავთობის ექსპორტის უმსხვილესი ტერმინალია.
ცნობისთვის, 30 აგვისტოს ამერიკულმა ძალებმა სამხრეთ ირანში, კუნძულ ლარაკზე, ორ სარაკეტო დანადგარზე მიიტანეს იერიში.
მოგვიანებით, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმში განაცხადეს, რომ საპასუხოდ იორდანიის ტერიტორიაზე აშშ-ის სამხედრო ობიექტებს ცეცხლი გაუხსნეს.