ჯეფ ბეზოსი კლიმატურ ცვლილებებთან საბრძოლველად 10 მილიარდ დოლარს გამოყოფს
ჯეფ ბეზოსი კლიმატურ ცვლილებებთან საბრძოლველად 10 მილიარდ დოლარს გამოყოფს

კომპანია „ამაზონის“ ხელმძღვანელი ჯეფ ბეზოსი კლიმატურ ცვლილებებთან საბრძოლველად 10 მილიარდ დოლარს გამოყოფს. მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი ამბობს, რომ ფული მეცნიერების, აქტივისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობის დასაფინანსებლად დაიხარჯება.

ბეზოსმა სოციალურ ქსელ „ინსტაგრამში“ დაწერა, რომ ფონდი დაფინანსებას მიმდინარე წლის ზაფხულიდან დაიწყებს.

„ბიბისი“ წერს, რომ „ამაზონის“ თანამშრომლები კომპანიის ხელმძღვანელს კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლაში აქტიური მოქმედებისკენ მოუწოდებდნენ. ჯეფ ბეზოსი ამბობს, რომ კლიმატური ცვლილელები პლანეტის ყველაზე დიდი საფრთხეა, ინიციატივა კი, ბუნებრივი მსოფლიოს დაცვას და შენარჩუნებას მოემსახურება.