ჯანო ანანიძე „კრასნოდართან“ შეხვედრაში შესაძლოა, სამარას „კრილია სოვეტოვის“ განაცხადში მოხვდეს. ამის შესახებ სამარული კლუბის სპორტულმა დირექტორმა, ალექსანდრე შიკუნოვმა განაცხადა.
„ანანიძეს უმნიშვნელო დაზიანება აქვს და წინა ტურში რისკს ამის გამო მოვარიდეთ, მაგრამ „კრასნოდართან“ მატჩისთვის ის უკვე მზად იქნება“, – განაცხადა შიკუნოვმა.
„კრასნოდარი“-„კრილია სოვეტოვის“ შეხვედრა 6 აპრილს, რუსეთის პრემიერლიგაში, 22-ე ტურში გაიმართება.
შვეიცარიასთან ევრო 2020-ის შესარჩევი ციკლის შეხვედრის შემდეგ, ჯანო ანანიძემ ნაკრები დატოვა, კლუბს დაუბრუნდა და ტულის „არსენალთან“ 74 წუთი ითამაშა, მაგრამ მე-16 ტურის გამოტოვებული შეხვედრა „ორენბურგთან“ მცირე ტრავმის გამო გამოტოვა.