რუსული მედიის ცნობით, კრასნოდარის მხარეში, ქალაქ ეისკში ავიაგამანადგურებლის ჩამოვარდნის შედეგად, ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, დაშავებულია 25
რუსული მედიის ცნობით, კრასნოდარის მხარეში, ქალაქ ეისკში ავიაგამანადგურებლის ჩამოვარდნის შედეგად, ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, დაშავებულია 25

კრასნოდარის მხარეში, ქალაქ ეისკში ავიაგამანადგურებლის ჩამოვარდნის შედეგად, ბოლო მონაცემებით, ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, დაშავებულია 25 პირი. შესაბამის ინფორმაციას რუსული მედია კრასნოდარის მხარის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

სამაშველო სამსახურების ცნობით, კიდევ ექვსი ადამიანი დაკარგულად ითვლება.

ამასთან, სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარი ჩააქრეს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, „სუ-34“ ტიპის თვითმფრინავი საწვრთნელი ფრენის განხორციელების დროს ჩამოვარდა, მფრინავებმა კატაპულტირება შეძლეს.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში განაცხადეს, რომ მთავარმა სამხედრო საგამოძიებო სამმართველომ თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა.