ჯანდაცვის მსოფლიოს ორგანიზაცია უეფას მოუწოდებს, საერთაშორისო ტურნირები 2021 წლის ბოლომდე გააუქმოს
ჯანდაცვის მსოფლიოს ორგანიზაცია უეფას მოუწოდებს, საერთაშორისო ტურნირები 2021 წლის ბოლომდე გააუქმოს

ჯანდაცვის მსოფლიოს ორგანიზაცია გამოვიდა რეკომენდაციით – 2021 წლის ბოლომდე გადაიდოს ყველა საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირის ჩატარება, რათა თავიდან აიცილონ კორონავირუსით დაინფიცირების განმეორებითი ტალღები.

ბრაზილიური გამოცემა „პლაკარის“ (Placar) ინფორმაციით, ასეთი წინადადება ორგანიზაციამ წამოაყენა გასულ კვირას, უეფას ჩინოვნიკებთან კონფერენც-ზარის დროს. ჯანდაცვის მსოფლიოს ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ მხოლოდ ასეთი მკაცრი ზომებით თუ აიცილებენ ინფექციის გავრცელების ახალ შეტევას.

21 აპრილს ცნობილი გახდა, რომ უეფამ რეკომენდაცია მისცა ეროვნულ ფედერაციებს, დაასრულონ ამჟამინდელი სეზონი უმაღლეს დივიზიონებში და ეროვნულ თასებში.