ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები კორონავირუსის წარმოშობის შესასწავლად უხანში სავარაუდოდ იანვარში ჩავლენ
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები ჩინეთის ქალაქ უხანში სავარაუდოდ იანვარში ჩავლენ და „კოვიდ-19“-ის წარმოშობისა და გავრცელების საკითხს გამოიკვლევენ. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.
ექსპერტთა ჯგუფი შეეცდება, დაადგინოს, ვირუსი პირველად ცხოველებიდან გადაედოთ ადამიანებს თუ არა, ასევე ხომ არ დაფიქსირებულა „კოვიდ-19“ მანამდე ქვეყნის რომელიმე სხვა რეგიონში.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 10-კაციანი ჯგუფის ერთ-ერთი წევრი ფაბიან ლინდერცი იქნება, რომელიც რობერტ კოხის ინსტიტუტის ერთ-ერთი წამყვანი ბიოლოგია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გუნდი, ჩინელ მეცნიერებთან ერთად, ოთხი-ხუთი კვირის განმავლობაში იმუშავებს.
ოფიციალური მონაცემებით, „კოვიდ-19“ პირველად ჩინეთის ქალაქ უხანში გასული წლის დეკემბერში დაფიქსირდა.