ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორი მთავრობებსა და მოქალაქეებს პასუხისმგებლიანი მოქმედებისკენ მოუწოდებს
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორი ჰანს კლუგე მთავრობებსა და მოქალაქეებს პასუხისმგებლიანი მოქმედებისკენ მოუწოდებს. როგორც ჰანს კლუგემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მართალია, შეზღუდვების ეტაპობრივი გაუქმება ხდება, თუმცა კორონავირუსის მკურნალობის მეთოდი და ვაქცინა ჯერ შექმნილი არ არის.
„ჩვენ გვჭირდება პასუხისმგებლიანი მართვა და პასუხისმგებლიანი მოქალაქეობრივი მიდგომა. ეს ნიშნავს, რომ ლიდერებმა უნდა გაითვალისწინონ მონაცემები, უნდა ჰქონდეთ კომუნიკაცია საზოგადოებასთან და ესმოდეთ საზოგადოების. მოქალაქეების მხრიდან ჩვენ ველოდებით, რომ ისინი მოუსმენენ პასუხისმგებლიან ხელმძღვანელობას. შეზღუდვების მოხსნით არაფერი შეცვლილა – მკურნალობის მეთოდი ჯერ კიდევ არ არის, ვაქცინა ასევე ჯერ კიდევ არ გვაქვს. ასე რომ, მნიშვნელოვანია ხალხის მოქმედება, როგორ მოიქცევიან ადამიანები, მაგალითად, სანაპიროზე, კარგი ამინდის პირობებში, ეს განსაზღვრავს პანდემიის კურსს. ასე რომ, ყურადღებით მოუსმინეთ ხელისუფლების რჩევას“, – განაცხადა ჰანს კლუგემ ბრიფინგზე და დასძინა, რომ ადამიანებმა უნდა ისწავლონ ვირუსთან ცხოვრება, რაც ფიზიკურ დისტანცირებასა და ჰიგიენის წესების დაცვას გულისხმობს.