ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტი - მსოფლიო ჯერ კიდევ პანდემიის დასაწყისშია
მსოფლიო ჯერ კიდევ პანდემიის დასაწყისშია, – ეს განცხადება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტმა, ექიმმა დეივიდ ნაბარომ გააკეთა.
„ჯერ პანდემიის ნახევარიც არ გაგვივლია, მის დასაწყისში ვართ. ის უფრო საძაგელი ხდება. ამ ფაზას გავდივართ ევროპაში, სადაც ვაკვირდებით, რომ ყველაფერი უკან ბრუნდება“, – განაცხადა ექსპერტმა.