ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, აფრიკაში კორონავირუსის 2 650 შემთხვევა ფიქსირდება
აფრიკაში ახალი კორონავირუსის 2 650 შემთხვევა ფიქსირდება. ამის შესახებ განცხადება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა გააკეთა. „ტვიტერის“ პირად გვერდზე ის წერს, რომ აფრიკაში კორონავირუსის შედეგად დაღუპულების რაოდენობამ 49-ს მიაღწია.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის განმარტებით, ახალი ტიპის კორნავირუსი კონტინენტზე ათობით ქვეყანაშია გავრცელებული და ორგანიზაცია რეგიონს პანდემიის გამკლავებაში ეხმარება.