ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, აფრიკაში კორონავირუსის 2 650 შემთხვევა ფიქსირდება
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, აფრიკაში კორონავირუსის 2 650 შემთხვევა ფიქსირდება

აფრიკაში ახალი კორონავირუსის 2 650 შემთხვევა ფიქსირდება. ამის შესახებ განცხადება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა გააკეთა. „ტვიტერის“ პირად გვერდზე ის წერს, რომ აფრიკაში კორონავირუსის შედეგად დაღუპულების რაოდენობამ 49-ს მიაღწია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის განმარტებით, ახალი ტიპის კორნავირუსი კონტინენტზე ათობით ქვეყანაშია გავრცელებული და ორგანიზაცია რეგიონს პანდემიის გამკლავებაში ეხმარება.