ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ვარაუდობენ, რომ გაზაფხულისთვის ევროპაში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რაოდენობამ შესაძლოა, ორ მილიონს მიაღწიოს
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ბიუროში ვარაუდობენ, რომ მომავალი წლის გაზაფხულისთვის ვირუსით კიდევ 700 000 ადამიანი შეიძლება, გარდაიცვალოს და ევროპაში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რაოდენობამ ორ მილიონს მიაღწიოს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ბიურო მოუწოდებს მოსახლეობას, გაიკეთონ ვაქცინა და დაიცვან ჰიგიენის ნორმები.
„სიტუაცია სერიოზულია, წინ გამოწვევებით სავსე ზამთარი გვაქვს, მაგრამ იმედი არ უნდა გადავიწუროთ, რადგან ჩვენ, მთავრობებს, ჯანდაცვის სამინისტროებს, ინდივიდებს შეგვიძლია, გადავდგათ გადამწყვეტი ნაბიჯები იმისთვის, რომ პანდემია დავასტაბილუროთ“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ბიუროს ხელმძღვანელმა, ჰანს კლუგემ.