ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში იმედი აქვთ, რომ კორონავირუსით გამოწვეული კრიზისი ორ წელიწადში დასრულდება
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში იმედი აქვთ, რომ „კოვიდ-19“-ით გამოწვეული კრიზისი ორ წელიწადში დასრულდება. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა.
„ჩვენს სიტუაციაში, მეტი ტექნოლოგიითა და კავშირებით, ვირუსს გავრცელების უფრო კარგი შანსები აქვს. მას სწრაფად გადაადგილება შეუძლია. მაგრამ, ამასთანავე, ჩვენ გვაქვს ცოდნა და ტექნოლოგია, რომ ის შევაჩეროთ“, – განაცხადა ტედროს ადანომ გებრეისუსმა.
„კოვიდ-19“-ით მსოფლიო მასშტაბით 22 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, გარდაიცვალა თითქმის 800 000.