ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ კორონავირუსის ვაქცინის სავალდებულოდ გამოცხადებაზე სასარგებლო იქნება, თუ ადამიანებს მის ეფექტიანობაში დაარწმუნებენ
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ შექმნილი ვაქცინის სავალდებულოდ გამოცხადებაზე სასარგებლო იქნება, თუ ადამიანებს ვაქცინის ეფექტიანობაში დაარწმუნებენ. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.
„არ ვფიქრობ, რომ სავალდებულო უნდა იყოს, განსაკუთრებით ეს ვაქცინა. გაცილებით უკეთესი იქნება, რომ წავახალისოთ და ამ მოთხოვნების გარეშე დავარწმუნოთ ადამიანები ვაქცინის ეფექტიანობაში“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის იმუნიზაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ქეით ობრაიენმა.
თუმცა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში იმ შესაძლებლობასაც განიხილავენ, რომ ზოგიერთი ქვეყნის შემთხვევაში, საავადმყოფოს თანამშრომლების ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს.