ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ჯოგური იმუნიტეტი „საშიში გათვლაა“
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკ რაიანმა განაცხადა, რომ ჯოგური იმუნიტეტის იდეა საშიშია. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
„იდეა, რომ ქვეყნები, რომლებიც მხოლოდ რბილ ზომებს იღებენ და არაფერს აკეთებენ, უცებ ჯოგურ იმუნიტეტს გამოიმუშავებეენ და მერე რა, თუ ამ პროცესში რამდენიმე მოხუცებული ადამიანი გარდაიცვლება, ეს ძალიან საშიში გათვლაა“, – განაცხადა რაიანმა ბრიფინგისას.
რაიანის თქმით, მოსახლეობა ამ ტერმინს ფრთხილად უნდა მოეპყრას, რადგან ამან შეიძლება, ძალიან სასტიკ არითმეტიკამდე მიგვიყვანოს, რომელიც ადამიანებს, მათ ცხოვრებასა და განსაცდელს ცენტრში არ აყენებს.