ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ასიმპტომური პაციენტები კორონავირუსს ძალიან იშვიათად ავრცელებენ
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ასიმპტომური პაციენტები ვირუსს ძალიან იშვიათად ავრცელებენ. ამის შესახებ განცხადება ორგანიზაციის წარმომადგენელმა ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
თავდაპირველად ჯანდაცვის სპეციალისტები ეჭვობდნენ, რომ ინფიცირებულები, რომლებსაც „კოვიდ-19“-ის სიმპტომები არ აღენიშნებათ, ვირუსს სწრაფად ავრცელებენ. თუმცა, ახლა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ მათი როლი ვირუსის გავრცელებაში სავარაუდოდ დიდი არ არის.
„ჩვენს ხელთ არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ასიმპტომური პაციენტებისგან ჯანმრთელ ადამიანზე ვირუსის გავრცელების შემთხვევები ძალიან იშვიათია“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა მარია ვან კერხოვემ.