ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დაასახელა 11 ქვეყანა, სადაც კორონავირუსის შემთხვევები მატულობს
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ის 11 ქვეყანა დაასახელა, სადაც კორონავირუსის შემთხვევები მატულობს.
ეს სახელმწიფოებია ალბანეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბოსნია, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, მოლდოვა, შვედეთი და უკრაინა.
მანამდე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ ევროპაში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვი იზრდება. როგორც ორგანიზაციის რეგიონულმა დირექტორმა, ჰანს კლუგემ განაცხადა, „თუ ეს უყურადღებოდ დარჩება, მაშინ ევროპაში ჯანდაცვის სისტემა კვლავ უფსკრულის ზღვარზე აღმოჩნდება“.