ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია - მსოფლიო მზად უნდა იყოს კორონავირუსის პოტენციური პანდემიისთვის
მსოფლიო მზად უნდა იყოს კორონავირუს „კოვიდ-19“-თან დაკავშირებული პოტენციური პანდემიისთვის, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადეს.
ორგანიზაციის გენერალური დირექტორის, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსის თქმით, ვირუსის შეჩერება შესაძლებელია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ჩინეთთან ერთად განხორციელებულმა მისიამ გამოავლინა, რომ ვირუსმა გავრცელების მაქსიმალურ დონეს 23 იანვარს და 2 თებერვალს შორის პერიოდში მიაღწია და მას შემდეგ სტაბილურად მცირდება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვირუსთან დაკავშირებთ მსოფლიო მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
„ამ დროისთვის ჩვენ არ ვართ ამ ვირუსის უკონტროლო გლობალური გავრცელებისა და ფართომასშტაბიანი სიკვდილის მოწმენი. ქვეყნებმა შეძლებისდაგვარად ყველაფერი უნდა გააკეთონ, რათა მოვემზადოთ პოტენციური პანდემიისთვის. რასაც ვხედავთ, ეს არის ეპიდემია მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში და სხვადასხვა გზით მოქმედებს ქვეყნებზე, რაც მოითხოვს ინდივიდუალურ რეაგირებას“, – აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა.