ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია - მსოფლიო ახლა კორონავირუსის პირველი ტალღის მეორე პიკშია
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ კორონავირუსის მეორე ტალღის ლოდინის ნაცვალად, ვირუსთან ბრძოლა ახლა არის საჭირო. ამის შესახებ განცხადება ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო სიტუაციების პროგრამის დირექტორმა, მაიკლ რაიანმა გააკეთა.
მისი თქმით, მსოფლიო გაცილებით უკეთ გაუმკლავდება მეორე ტალღას, თუ გაითვალისწინებს პირველ ტალღასთან ბრძოლის დროს ნასწავლ გაკვეთილებს.
მაიკლ რაიანის თქმით, ახლა მსოფლიო ვირუსის პირველი ტალღის მეორე პიკშია.