ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის წარმოშობის შესასწავლად ჩინეთში ექსპერტებს გაგზავნის
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის წარმოშობის შესასწავლად ჩინეთში ექსპერტებს გაგზავნის. ამის შესახებ განცხადება ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეიესუსმა გააკეთა.
„ჩვენ უკეთ შევძლებთ ვირუსთან ბრძოლას, როდესაც მის შესახებ ყველაფერი გვეცოდინება, მათ შორის, მისი წარმოშობა და თუ როგორ ვრცელდებოდა ვირუსი. ამისთვის მომავალ კვირას ჩინეთში სამუშაო ჯგუფს გავაგზავნით“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა.