ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის მეორე პიკს არ გამორიცხავს
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის მეორე პიკს არ გამორიცხავს. როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელი მაიკ რაიანი განმარტავს, ამჟამად პანდემია პირველი ტალღის შუა ფაზაშია.
მისი თქმით, საჭიროა კარგად ვაცნობიერებდეთ იმ ფაქტს, რომ „დაავადება ნებისმიერ დროს შეიძლება, მკვეთრად გაიზარდოს“.
მაიკ რაიანი აღნიშნავს, რომ მხოლოდ იმის გამო, რომ დაავადება ახლა დაღმავალ ფაზაშია, არ შეიძლება ისეთი ვარაუდის გაკეთება, რომ ასე შენარჩუნდება და რამდენიმე თვეში მეორე ტალღა არ წარმოიქმნება. „ჩვენ შესაძლოა, მეორე პიკი გვქონდეს“, – დასძინა რაიანმა.
როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელი განმარტავს, მეორე პიკი ან მეორე ტალღა შესაძლოა, გრიპის სეზონის განმავლობაში გამოვლინდეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ყველა ქვეყანას მოუწოდებს, იყვნენ ფრთხილად და დროულად გამოავლინონ დაავადება.