ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის ეპიდემიას საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის კვლავ საგანგებო მდგომარეობად მიიჩნევს
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია „კოვიდ-19“-ის ეპიდემიას საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის კვლავ საგანგებო მდგომარეობად მიიჩნევს. ასეთ დასკვნამდე მივიდა ორგანიზაციის საგანგებო კომიტეტი სხდომის შედეგად, რომელზეც ექსპერტებმა ეპიდემიის ამჟამინდელი ვითარება შეაფასეს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ტედროს ადანომ გებრეისუსის განცხადებით, საგანგებო კომიტეტის შემდეგ შეხვედრა სამ თვეში შედგება, თუმცა ვითარებიდან გამომდინარე, სხდომა შესაძლოა, უფრო ადრეც ჩატარდეს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.